სხვადასხვა

სოციალურ შემწეობაზე მცხოვრებმა მამაკაცმა ოჯახს მილიონნახევარი დოლარი დაუტოვა

ეგვიპტის პროვინცია სოჰაგში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც მუდმივად სიღარიბეს უჩიოდა და სოციალური შემწეობით ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ ოჯახს 1,5 მილიონი დოლარი დაუტოვა. ნათესავებმა ფულის არსებობის შესახებ მისი სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ შეიტყვეს –  იუწყება Gulf Today.

უცნაური მილიონერის ანგარიშებზე 22 მილიონი ეგვიპტური ფუნტის (1,5 მლნ $) არსებობის შესახებ ბანკმა გარდაცვლილის ოჯახს ერთი თვის შემდეგ აცნობა. ბანკის წერილმა გარდაცვლილის ვაჟი ისე გააოცა, რომ გონება დაკარგა. ახალგაზრდა მამაკაცმა თქვა, რომ მამამისი ბანკში არასოდეს დადიოდა და მისი ანგარიშების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.

გარდაცვლილის მეზობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცი სავარაუდოდ, 30 წლის წინ, სპარსეთის ყურეში მუშაობის დროს გამდიდრდა. ისინი იხსენებენ, რომ  ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ ის მუდმივად სიღარიბეს უჩიოდა და სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა.

ეგვიპტელი მამაკაცი ერთადერთი უცნაური მდიდარი არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ ამერიკული პრესა იუწყებოდა, რომ უზარმაზარი მემკვიდრეობის მფლობელი უსახლკაროთა თავშესაფარში გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის რამდენიმე წლის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, მის ანგარიშზე კი 884 ათასი დოლარი ინახებოდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close