საზოგადოება

„კანდიდატების დებატები იყო თუ მოქმედ მერთან იყვნენ მიღებაზე?“ – ამირან სალუქვაძე

ანლიტიკოსი ამირან სალუქვაძე გუშინ, საზოგადოებრივი არხის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ტელედებატების შესახებ:
1️⃣ ასე ტარდება ტელედებატები აშშ-ში (იხ. ფოტო). იგივეა ევროპარლამენტში, ევროპის ქვეყნებში. რატომ არ მოეწონა ეს ფორმა ზოგიერთ ძირითად კანდიდატს?
2️⃣ თითქმის ყველა კანდიდატს, ავიწყდება რომ ეს არაა საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. დედაქალაქის მერს ვირჩევთ. იწყებენ რეფერენდუმზე საუბარს, უტევენ ქართულ ოცნებას. ამ დროს ჩვენ უნდა გვესაუბრონ.
3️⃣ მელიამ დებატებიდან გაქცევით წააგო. ეს პოპულისტური გამოხტომები აღარ მუშაობს. ხალხს პროგრამული გამოსვლები აინტერესებს და სურთ მათთვის მოსაწონი მერი დაინახონ.
4️⃣ ასეთი დებატების მიზანია, შეზღუდულ დროში, ყველა კანდიდატის ფონზე, უკეთ წარმოაჩინო საკუთარი თავი. ვინ მოიგო ეს დებატები?!
? კითხვა რიტორიკულია. თავად კანდიდატებმა გადაწყვიტეს პირველივე ტურში დასრულების საკითხი. ვინც ვერ გაიაზრა ამ დებატების მნიშვნელობა და ფიქრობდა პრივილეგირებულ პირობებში უნდა ყოფილიყო ამ დებატებზე, ვინც ირონიული გამომეტყველებით თავისი თავი სხვაზე მაღლა დააყენა, წიწილებს 10 დღეში დაითვლის.
◾შენიშვნა: კანდიდატების დებატები იყო, თუ მოქმედ მერთან იყვნენ მიღებაზე?“ – წერს ამირან სალუქვაძე.
შეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close