საზოგადოება

„იქნებ, ახლა მაინც გაახილოთ რევანშით “დაფსებული” თვალები და მიხვდეთ“- ჟურნალისტი ოპოზიციას მიმართავს

გულზე ხელი დაიდეთ ოპოზიციამ და თქვით, ქვეყნის ბეწვის ხიდზე ტარებას, სამოქალაქო ომისკენ მიმავალ გზაზე, არ გერჩივნათ, ცივილურად გემოქმედათ?- ჟურნალისტი რუსა მუმლაძე ოპოზიციას მიმართავს;

„მოკლედ, ვიმსჯელოთ მხოლოდ პრაგმატულად:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და დავამტკიცებთო – ვერ დაამტკიცეს!
იგივე არჩევნების შედეგებს დასავლეთი არ აღიარებსო – აღიარა!
პარლამენტი ვერ შეიკრიბება და მთავრობას ვერ დაამტკიცებსო – კიდეც შეიკრიბა, კიდეც დაამტკიცა!
ბიძინა ივანიშვილს დავამთავრებთ და დასავლეთი სანქციებს “გამოუწერსო” – ვერ დაამთავრეს, თავად წავიდა და დასვა მშრალზე ესენი, სანქციები არ ჩანს!
მიშა, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, იქადნიდა და იქადნება – ჩამოვალ და სადაც ვიწროა, გაწყდესო – ვერც ჩამოვიდა და ვერც გაწყვიტა!
ბევრ ხალხს გამოვიყვანთო რუსთავლეზეო, თანაც არა პარტიულ აქტივებსო – ნაცაქტივის მობილიზიების გარდა, ვერცერთ მიტინგზე ვერავის მობილიზება შეძლეს!
ნიკა მელიას ვერ დაიჭერთო – დაიჭირეს! მისი თავი დაგორდა! არადა – გირაოს გადახდით, სახელმწიფოს ამ მარაზმს ააცილებდნენ თავიდან, მაგრამ არა, ხომ დაგეგმეს მიზანმიმართულად – ხოდა, მანდაც წააგეს!
25 თებერვლის აქცია გადავდეთო, დაიყვედრეს – დაკავებული ნიკა მელიას 23-ის აქციაზე იმდენი ხალხი გამოვიდა, კიდევ კაი 25 გადადეს და საბოლოოდ არ მოიჭრეს თავი!
ამდენი ხანი ხომ ვწერდი, ეს გზა მარგინალიზაციამდე მიდის-თქო – მართალი ვიყავი, მიდის!
გულზე ხელი დაიდეთ ოპოზიციამ და აღიარეთ, პარლამენტში რომ შესულიყავით, აქამდე “ოცნება” ხომ გექნებოდათ წელში გატეხილი-თქო, ხომ ვწერდი? – ვწერდი და მართალიც ვიყავი, ახლა თავად იმსხვრევიან წელში!
არა ნაცი არა ქოცი ამომრჩევლის ხმები რომელმა ოპოზიციამაც წაიღო, ე.წ. მესამეები ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთ ამომრჩეველს ბიძინა თუ არ უნდა, არც მიშა უნდა და 1%-ზე ჩამოხვალთ-თქო, ხომ ვწერდი? – ვწერდი და იმასაც ვამბობდი, თანაც პირველმა ვთქვი, – გახარია გავა პოლიტსივრციდან და დაასრულებს შუა სექტორის ოპოებს, ზედ ქოც-ნაცებს დააყოლებს-თქო – ასემც ყველაფერი აგიხდათ, როგორც პირველი ნაწილი უკვე გამართლდა და გავიდა გახარია “ოცნების” სივრციდან”!
ჰოდა, ახლა, რუსთაველისკენ რომ მოუწოდებთ, არიქა, ვინტერფელი დაეცა და გამოდითო ? (უგულაამ უწოდა ასე ნაცების ოფისს), როდის მე მაგ უგულავას დავუწერე, არია სტარკები სახლში სხედან და ზამთრის მონსტრი ივანიშვილი კი არა, მათთვის სააკაშვილია და არ გამოვლენ-თქო!- არც გამოვიდნენ და არც გამოვლენ!
ახლა, კიდევ გულზე ხელი დაიდეთ ამავე ოპოზიციამ და თქვით, ქვეყნის ბეწვის ხიდზე ტარებას, სამოქალაქო ომისკენ მიმავალ გზაზე, არ გერჩივნათ, ცივილურად გემოქმედათ?
ხომ დაგიწერეთ, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიგყავთ და თუ ხელისუფლება იქნება დამნაშავე ამაში, უფრო ლომის წილი ოპოზიციის იქნება-თქო? – იქნებ, ახლა მაინც გაახილოთ რევანშით “დაფსებული” თვალები და მიხვდეთ, აგებთ ტაქტიკაში, აგებინებთ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე! ქვეყნის დამაქცევარი არც ხელისუფლება მაინტერესებს, არც ოპოზიცია!
რამდენით რამდენს გიგებენ ქოცები – დაითვალეთ აგერ და მიხვდებით!
შესაბამისად, ვიდრე თქვენი ზეგონიერი ჩანაფიქრებისა და გოიმი, სამეფო კარის პოლიტიკური თამაშების აბსურდულობასა და საშიშ ბუნებას არ გაიაზრებთ, მანამ ჩემი მხარდაჭერა არ გექნებათ! ეგაა იმ რევოლუციისა და რევოლუციური ცვლილებების გზა, რომელზეც ვწერდი – აგერ თუ არა! ჰოდა, მაგ გზას, რომელზეც ქვეყანა 30 წელია დადის, ვერ ვიტან და არც ასატანია! ეს წრე უნდა გაირღვეს!
კიდევ შესაბამისად, ყალბია ეგ თქვენი ეროვნული მოძრაობა და მხოლოდ მიშას წისქვილზე ასხამს წყალს! მაგაში არ დაგეხმარებით!“ – წერს რუსა მუმლაძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close