საზოგადოება

ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი – კახა კალაძე ირაკლი ხახუბიას ოჯახს უსამძიმრებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს – ირაკლი ხახუბიას. ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close