საზოგადოება

შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ მისი 21 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა.

ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close