საზოგადოება

ინდოეთიდან საქართველოში შემოსული პირებისთვის 2-კვირიანი კარანტინი კვლავ სავალდებულო გახდა

ტექნიკური მზაობა სისტემაში მაღალია. მე მხედველობაში მაქვს სუნთქვის აპარატები და დამხმარე საშუალებები, საწოლფონდის მობილიზებაც შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ინდურ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინდოეთიდან საქართველოში შემოსულ პირებთან დაკავშირებით კონტროლი არსებობს და მათთვის 2-კვირიანი კარანტინი კვლავ სავალდებულო გახდა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ კორონას შტამის მუტაცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათგან დამცავი ერთადერთი უნივერსალური საშუალება არსებული რეგულაციების შესრულებაა.

„რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას, ბუნებრივია, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, თუ რას ამბობენ ინდოელი ექიმები დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ტექნიკური მზაობა სისტემაში მაღალია. მე მხედველობაში მაქვს სუნთქვის აპარატები და დამხმარე საშუალებები, საწოლფონდის მობილიზებაც შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც პრევენციული ღონისძიებებია, რადგან ამ შტამებს, არ აქვს მნიშვნელობა რა წარმომავლობის შტამია, გავრცელების საშუალება არ მივცეთ. დანარჩენი სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close