საზოგადოება

ამ დამპალმა ვირუსმა ცხოვრების ორი წელი წაგვართვა, ჩვენთან კი მთავარი თემაა, ამნისტია ვის უნდა შეეხოს – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„გიორგი ფხაკაძე კი ლანძღეთ და შეაჩვენეთ, ორი დღის წინ პანიკა რომ ატეხა, მაგრამ ის, რაც ინდოეთში ხდება, განა პანიკის საფუძველს არ იძლევა? გვამების დაწვას ვეღარ აუდიან, იმდენი ინფიცირებული და შესაბამისად გარდაცვლილი ჰყავთ. ჩამოიქცა მთელი ჯანდაცვის სისტემა. აღარც ადგილები ყოფნით და აღარც ჟანგბადი. ხალხი უჟანგბადობით ეღუპებათ. თან კაცმა არ იცის ამ ინდური შტამის წინააღმდეგ, რომელიც საოცარი სისწრაფით ვრცელდება, ვაქცინა ეფექტურად მუშაობს თუ არა.
ამ დამპალმა ვირუსმა ხომ წაგვართვა ჩვენი ცხოვრების ორი წელი და კიდევ რას გვიპირებს, კაცმა არ იცის.
ჩვენთან კი, მთავარი თემაა, ამნისტია ვის უნდა შეეხოს, რომ ოპოზიცია ისე შევიდეს პარლამენტში, სახე არ დაკარგოს“ – წერს მერაბ მეტრეველი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close