პოლიტიკა

იმ დღეს 60 წლის გახდა და დროზე გაგვეცალა დარბაზიდან, თუმცა მას აქვს კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს – წულუკიანი თაკო ჩარკვიანის შესახებ

ოპოზიცია, რომელიც არ შემოდიოდა პარლამენტში, ბოლოს შემოვიდა და დღეს დეპუტატები ჰქვიათ, მათი ლიდერი არის მაჭუტაძე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ის ძალები, ვისაც რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა უნდათ“.

„10 წელია პარლამენტში დავდივარ და პირველად ვნახე ასეთ მძიმე მდგომარეობაში ოპოზიცია. არავითარი რეალური არგუმენტი, არავითარი საკითხების ცოდნა და წვდომა. ოპოზიცია, რომელიც არ შემოდიოდა პარლამენტში, ბოლოს შემოვიდა და დღეს დეპუტატები ჰქვიათ, მათი ლიდერი არის მაჭუტაძე, შესაბამისად, ეს არის მათი პოლიტიკური ფორმა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, ცდილობს თემები ჰქონდეს, მაგრამ ეს ხომ არ არის ის, რაც უნდა იყოს? შესაძლოა სიმპათიურად გამოიყურება, ახალგაზრდა კაცია, ღელავს, რომ რომელიღაც თემაზე რაღაც ისე არ არის, როგორც მას მოეწონებოდა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა. ეს ყველაფერია პოლიტიკის გარდა. მათი ლიდერი არის დღეს მაჭუტაძე, ხოლო ქალებში ჰყავთ ქალბატონი თამარ ჩარკვიანი. ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ვმართავ და ვცდილობ ყველა თემაში ვიყო ჩახედული, პარლამენტში წასვლის წინ ყოველთვის ვემზადები და პირველად გამიჩნდა განცდა, რომ ტყუილად მოვემზადე.

თამარ ჩარკვიანს ბევრი კლასი აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს, იმ დღეს 60 წლის გახდა და დროზე გაგვეცალა დარბაზიდან, ალბათ, ეს იყო მიზეზი, თუმცა მას აქვს კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს. ეს არის უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც მმართველ ძალას ამდენი წელია და არ ჩამოუყალიბდა ის, ვინც მას რეალურად გაუწევს ოპონირებას, რომელიც მაგალითისთვის მიაწვდის თემებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close