საზოგადოება

„იმის რისკი, რომ „ფა­ი­ზე­რი“ გა­ფუჭ­დება, არ არ­სე­ბობს, „ფა­ი­ზერს“ ნო­ემ­ბერ­ში არ გას­დის ვადა“

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ “ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნას ნო­ემ­ბერ­ში ვადა გას­დის, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რის­კი იმი­სა, რომ „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნე­ბი გა­ფუჭ­დეს, არ არ­სე­ბობს.

“არა­ნა­ი­რი რის­კი იმის, რომ “ფა­ი­ზე­რი” გა­ფუჭ­დეს, არ არ­სე­ბობს, “ფა­ი­ზერს” ნო­ემ­ბერ­ში არ გას­დის ვადა“, – აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინების ვადებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ჟურნალისტებთან ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ისაუბრა.

“ადრე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა დაგ­ვი­ან­და და სხვა­თა შო­რის, ისიც დაგ­ვი­ან­და ამ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ უნ­დო­დათ, პირ­და­პირ გა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ: “მე გა­ვი­კე­თებ მხო­ლოდ “ფა­ი­ზერს“ და ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა შე­მო­ტა­ნა. ახლა, “ფა­ი­ზე­რი“ გვაქვს სწო­რედ ყვე­ლა­ზე მეტი. “ფა­ი­ზე­რი“ ფუჭ­დე­ბა, ვადა გა­უსდის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი “ფა­ი­ზერს“ გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს. გვაქვს “სი­ნო­ვა­კი“, “სი­ნო­ფარ­მი“ , “ას­ტრა­ზე­ნე­კა“, მი­ვი­ღებთ “ჯონ­სონ და ჯონ­სონს“. მე ვერ გა­ვი­გე, მარ­თლა სა­ბო­ტაჟს აწყობთ?! რას აკე­თებთ?!“, – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close