პოლიტიკა

„ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი“ – მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა

“ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი“ –  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს.

“გუშინ და დღეს დავდივარ სენატში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი მეუბნება, რომ ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ… არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები.

ხალხო, გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, მე ერთი რამ მაინტერესებს – გვინდა თუ არა რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს.

ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საქართველოს და საკუთარი თავისუფლებისთვის. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ, რადგან ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close