საზოგადოება

„იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“ – თენგიზ ცერცვაძე გულშემატკივრებს მადლობას უხდის

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას ეუბნება ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში განაგრძობს.

„მადლობა ყველას!…მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებას მიგზავნის- აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემ გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით. ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად, აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close