საზოგადოება

ვიღაც ნაძირალამ 4 ტყვია ესროლა და მოგვიკლა უბნის მშვიდი ცუგა – რა მოხდა მოსკოვის გამზირზე?

მკვლელები დათარეშობენ! არავინ ვართ დაცულები! – სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი გორდელაძე მოსკოვის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, რა დროსაც უცნობობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით უბანს მიკედლებული ძაღლი მოკლა.
„ქალაქში მკვლელია!
ამ საღამოს ჩვენ უბანში, მოსკოვის გამზირზე ვიღაც ნაძირალამ 4 ტყვია ესროლა ჩვენ უბნის მშვიდ ცუგას–კუკლას!
ჯერ ერთხელ ესროლა, ძაღლი კივილით გაიქცა, დაეწია და კიდევს ორი ტყვია დაახალა! ნაძირალა მიიმალა,მხოლოდ სილუეტის დანახვა შეძლეს!
ძაღლს ნასროლი აქვს თავის არეში და გულმკერდში! სისხლისგან იცლებოდა,,კი იყო გადაყვანილი კლინიკაში, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა!
მკვლელობის ადგილას მუშაობს კრიმინალური პოლიცია, ამოღებულია მასრები და ტყვიები,,,(ერთი ძაღლის ორგანიზმშია),,,ძაღლი წაიღეს ვაშლიჯვრის ლანბორატორიაში ექსპერტიზაზე!
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მკვლელის მოძებნა მოხერხდება!
ჩვენ კი, ვინც კუკლას 3 წეელია ვპატრონობთ, განადგუერებული ვართ!
მოგვიკლეს უსაყვარლესი ძაღლი!
ვინ არის დაცული ამის მერე?
ეს არ არის პირველი შემთვევა,,ამ გაზაფხულზე პატარა ფინია მოგვიკლეს კისტის თოფით, შარშან კი კატას ესროლეს!
მკვლელები დათარეშობენ! არავინ ვართ დაცულები! მით უმეტეს ჩვენი უბნის ცუგები!
არ ვიცი, რა ვთქვა, განადგურებული ვარ“ – წერს ქეთი გორდელაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close