Sliderსაზოგადოება

“იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალებთან  დაკავშირებული, ერთ-ერთი ზურაბიშვილია. მარა, გამწარდა”

“ნიკა არაბიძის შოუში” საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გადაცემის წამყვანმა ნიკა არაბიძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დასცინეს, რაც წესით, მიუღებელია, მაგრამ ეს პირდაპირ ეთერში მოხდა და სამწუხარო ფაქტია.

არაბიძე: თქვენს მემკვიდრეზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილზეც გვინდა გკითხოთ. რომელიც, სხვათაშორის, თქვენ მოიყვანეთ ქართულ პოლიტიკაში.

სააკაშვილი: ნუ, ახლა, რა მოვიყვანე…

_ ყოველშემთხვევაში, თქვენ შეუწყვეთ ხელი.

_ იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალებთან  დაკავშირებული და ერთ-ერთია ეგ ქალი. მარა გამწარდა მერე, გამწარდა. რა ვქნა?

_ თქვენ რამდენ ენაზე საუბრობთ?

_ მე ფრანგულად ვლაპარაკობ, მასზე უკეთესად ცოტა, ქართულადაც  შეიძლება უკეთესად, ცოტა. მიუხედავად იმისა, ამდენი წელია… მაინც მექერქება.

_ როგორც ვიცი, იცით 7 ენა, ხო?

_ უკრაინული, რუსული, ესპანური, ფრანგული, ინგლისური…

_ ქართული. თავისთავად…

_ ჰოლანდიურიც, ცოტა. 7 გამოდის, ექვსნახევარი.

_ 7 ჩავთვალოთ.

_ ცოტა მეგრულიც დაამატეთ და 6 და 75 გამოდის.

_ სხვათაშორის, ერთი ენით მეტი იცის ქალბატონმა სალომემ, ოღონდ ყველა ენაზე ერთდროულად ლაპარაკობს და ამიტომ არ გვესმის.

_ ძალიან ღრმადინტელექტუალური ადამიანია. რაც მთავარია, ხალხს ესმის მისი, ესე ხალხის ენაზე მოსაუბრე პრეზიდენტი უნდა გყავდეს, ნამდვილად. ზუსტად მაგ ენაზე ლაპარაკობს ყველგან, ჩვენთან. დაწყებული უშგულიდან, დამთავრებული ოზურგეთით და ლესიჭინეთი. სადაც არ გაიხედავ, ყველგან მაგ ენაზე ლაპარაკობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close