Sliderპოლიტიკა

გუგავა:”ეს ფოხანაშვილის ჯიბის ბიჭი”, “კომიკური პერსონა გუგავა, ზღვარს გადავიდა” – ელისაშვილი

„ერთი არამზადაა პარლამენტში, ალეკო ელისაშვილი, რომელიც არის კორუმპირებული სუს-ის აგენტი. რომლის არჩევნებსაც იცით ვინ აფინანსებდა? კორუმპირებული მინისტრი ალავიძე და მისი, მეორე რომ ყავს, პარტიის წევრი ის დირექტორად იყო იმ დამანგრეველ ჰესებზე და მილიონებს იღებდა. ზუსტ ინფორმაციას გეუბნებით. რუზველტმა თქვა ასეთი, ისტორიული, ცნობილი სიტყვებია დიქტატორ სამოსაზე: ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო. ასეა ელისაშვილიც. ელისაშვილი ძაღლიშვილია, მაგრამ ამათი ძაღლის შვილია. გუშინ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს და 2 კაცს მისცეს უფლება, 2 კაცს, ფრაქციის შექმნის და ყველა პრივილეგიით ისარგებლებენ. ასი ათასობით ლარს გაყვლიფავენ მოსახლეობას. რა გინახიათ მაგათი გაკეთებული? ოცნებად იქცა ეს ნომრიანი აგენტი, არ რცხვენია გარეთ რომ გამოდის? ეს ფოხანაშვილის ჯიბის ბიჭი, არ რცხვენია სახლში რომ მიდის და საკუთარ შვილებს როგორ უყურებს თვალებში ეს მოღალატე. ასეთი მარიონეტები, ზნეობისგან დაცლილი ადამიანები ივანიშვილის ბუტკაში“- განაცხადა „ფორმულას“ ეთერში გიორგი გუგავამ.

„ისეთი კომიკური პერსონაჟისთვის როგორიც გუგავაა, არასოდეს არაფერზე მიპასუხია. რაც არ უნდა ეთქვა ჩემზე, უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე სულ. მაგრამ დღეს რაც იკადრა და რა სიტყვებიც თქვა, ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა,” – წერს ალეკო ელისაშვილი გიორგი გუგავას საპასუხოდ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close