საზოგადოება

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო – ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ნადირაძის თქმით, ხაჭაპურიძე აცხადებდა, რომ სააკაშვილი ბინძურია და ეზიზღება.

„თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო. მე არ ვჭორიკნობ, თქვენი სიტყვების ციტირებას ვახდენ.

თქვენთან ფსიქიატრი პროქტოლოგიაზე ლაპარაკობს, გასტროენტეროლოგი ფსიქიატრიაზე და ყველაფერი არეული გაქვთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის მიხედვით, ყველამ უნდა ისაუბროს თავის საქმეზე. ეს თქვენ გყავთ ფსიქიატრი [მარიამ ჯიშკარიანი], რომელიც ჰერმატოლოგიც არის, პროქტოლოგიც და გინეკოლოგიც და თანაც კაბინეტს რომ არ გაშორებულა ისეთი“, – უთხრა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close