პოლიტიკა

სააკაშვილის გათავისუფლების ჯადოსნური ჯოხი ბიძინა ივანიშვილს აქვს – დეკანოიძე

ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მიშას საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა, – ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კითხვას, თუ აქვს პარტიას კონსულტაციები ახალ თავმჯდომარესთან მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების გეგმაზე.

„პარტიაში გუშინ ვიყავი, ფრაქციაში ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გრძელდება ჩვენი კონსულტაციები, ამიტომ სხვა სხდომების შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ ღიად და გულწრფელად გითხრათ, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მიშას საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა. რაც შეეხება თვითდაზიანებაზე საუბარს, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის მოხსნას ხელისუფლების მხრიდან. არ ვენდობი ქალბატონ ნადირაძეს! ამ კლინიკას, ხელისუფლებას და ქალბატონ ნადირაძეს არ აქვს ნდობა, ისინი პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close