საზოგადოება

თუ სომხეთის მხარე მოგვმართავს, მზად ვართ დასახმარებლად! – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის დახმარების საკითხზეც ისაუბრა.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ სომხეთის მხრიდან ოფიციალური მიმართვა იქნება, ქართული მხარე მათ დასახმარებლად მზად არის.
„სომხეთის მხარე განიხილავს ამ საკითხს და თუ ამის საჭიროება იქნება, მიმართავს საქართველოს. ჩვენს ცენტრს კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდა შეთავაზება და კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ველოდებით.
თუ რამე შემოთავაზება იქნება, რომ სურთ რაღაც მიმართულებით მხარდაჭერა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან როგორც ქვეყნებს, ისე ჩვენს ინსტიტუციებს და ურთიერთდახმარებაზე უკან არასდროს ვიხევთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close