Sliderრეგიონები

ახალგორელი ბიჭის ტრაგიკული ისტორია – 6 თვის შემდეგ დათოს გვამი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

“დათო, რომელსაც გმირს არავინ უწოდებს… ან რაში სჭირდება…
2014 წლის 3 ივნისს ლენინგორის რაიონულ მილიციაში დაკითხვის მიზნით 19 წლის დავით ბაშარული წაიყვანეს. საქმე ეხებოდა სახლის გაქურდვის ფაქტს, საიდანაც მურაბები და ძველი ქვაბები დაიკარგა. მომჩივანი იყო და მილიცია ეძებდა დამნაშავეს. დათოს გარდა, დაბის ყველა ახალგაზრდა იყო ამის გამო მილიციაში დაბარებული.
დათო ამ დღის მერე არავის უნახავს ცოცხალი. ის მილიციის შენობიდან გაუჩინარდა. მაშინვე “გამოჩნდნენ” “თვითმხილველები”, რომლებმაც ის თითქოს წეროვანში ნახეს. ეძებდა დედა და მცირეწლოვანი და- მხოლოდ ისინი ჰყავდა აქ დათოს. ასევე მისი გულშემატკივრები ვეძებდით.
6 თვის შემდეგ დათოს გვამი სახლთან ახლოს, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, იქ სადაც ძებნის პერიოდში არ იყო. ისე იყო დაზიანებული, მისი ამოცნობა თმით მოხდა- ალბინოსი იყო. როგორც ექსპერტიზამ თქვა- მიწაში იყო დაფლული- შინაგან ორგანოებში მიწა იყო. ცხედარი მხოლოდ 3 თვის მერე გადაეცა ოჯახს, რომელიც წეროვანში ცხოვრობდა. ჩასასვენებლის თანხა გამომძიებელს სთხოვეს. მის დაკრძალვაზე, მხოლოდ ოჯახი, მეზობლები, ახლობლები შეიკრიბნენ- არათუ ცენტრალური, რაიონული გამგეობიდანაც კი არავინ იყო.
2018 წლამდე დათოს ამბავი მიჩუმათებული იყო. საზოგადოებამ არც არაფერი იცის მისი სიკვდილის შესახებ. ის ერთი უბრალო, სუსტი ბიჭი იყო, ჯარშიც არ უმსახურია. აქ ცხოვრობდა, შრომობდა სკოლაში სწავლის პარალელურად და დიდი ოჯახის ერთადერთი პატრონი იყო.
არავინ იცის როდის და როგორ მოკვდა- დიდი ინტერესი გამოძიების რისი საშუალებაც იყო, არ გამოუჩენიათ. ასევე ჩუმად ხვდება ხელისუფლება უკვე წლებია მისი გაუჩინარების, ცხედრის პოვნის და დაბადების დღეებს.
საქართველო ქვეყანაა, რომელსაც მკვდარი უყვარხარ- აგერ, მე ვარ ჯერ ცოცხალი მაგალითი და ამაშიც არჩევანი კეთდება.
უფრო მეტს მის საქმეზე, მოგონებებში დავწერ” – წერს ფეისბუქზე ახალგორის მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close