საზოგადოება

თუ არ იქნება მიღებული ადექვატური ზომები სწრაფად, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება – ჯიშკარიანი სააკაშვილის შესახებ

სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორი უკრაინის საელჩოში მივიდა.

ჩვენ შევხვდებით ალბათ წარმომადგენლებს ან ელჩს, ვერ გეტყვით ზუსტად. ჩვენ გავაცნობთ ინფორმაციას. დასკვნა ამჟამად არის მხოლოდ ქართულ ენაზე. ის ინგლისურ ენაზე იქნება ძლაიან მალე. ნებიმისმიერ შემთხვევაში, დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება  მხოლოდ  პაცინეტის თანხმობით ნებისმიერი სხვა პირისათვის. დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში. ჩვენ გავაცნობთ ჩვენი დასკვნის მიგნებებს, თუმცა არ მგონია, რომ ახალი იყოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე და მძიმდება კიდევ უფრო და ეს არის ერთწლიანი არაადექვატური სამედიცინო მომსახურების და არაადამიანური მოპყრობის შედეგი, რის მოწმეც ჩვენ ვართ ახლა. თუ არ იქნება მიღებული ადექვატური ზომები სწრაფად, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება, – თქვა ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ექიმი უცხოეთიდან იქნეს ჩამოყვანილი, აბსურდს უწოდებს.

სამართლებრივად ეს გახლავთ აბსურდი. ახლა იქ ახალი საავადმყოფოს მოწყობა საავადმყოფოს და პენიტენციურ სამსახურის ბაზაზე, ეს არის სრული აბსურდი და შეუძლებელი, რა თქმა უნდა. იუსტიციის მინისტრმა უნდა აღიაროს, რომ  ერთი წლის განმავლობაშ დაშვებული იყო ბევრი შეცდომა და კანონგადაცდენა მიხეილ სააკაშილის მისამართით, რამაც მიიყვანა სიტუაციის დამძიმებამდე და ახლა მაინც უნდა მისცენა დამიანს უფლება, აღაშრულოს კონსტიტუციური თავისი უფლება, რაც არის ჯანმრთელობის უფლება და იგი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოშ შედის დასკვნა ამ ეტაპზე და შემდგომი პროცესები გაგარძელდება სამართლებრივ ჩარჩებში. მოვუწოდებთ სასამართლოსაც, რომ იყოს სამართლიანი, ვინაიდან დასკვნა არიას ძალიან ბევრ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი და ის ორ აზრს არ ტოვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საჭიროებს გათავისუფლებას, – თქვა ჯიშკარიანმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close