მსოფლიო

თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დალაგებას ხელი შეუწყოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, “თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დალაგებას ხელი შეუწყოს”. 

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისი წერს, ერდოღანი პრობლემის “საღი აზროვნების” გზით გადაჭრას ემხრობა. მისივე თქმით, “არავინ არ უნდა ისარგებლოს რუსეთში არსებული სიტუაციით”.  

შეგახსენებთ, რომ მანამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა პუტინს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი პუტინსა და ერდოღანს შორის, თურქული მხარის ინიციატივით შედგა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close