საზოგადოება

„თინა ხიდაშელის ამბის გაგების და ნახვის მერე, ტრამპისკენ ვარ და თავი ბიოლოგიურ ომში მგონია“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინტერვიუს „ტაბულას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„თინა ხიდაშელის ამბის გაგების და ნახვის მერე, ტრამპისკენ ვარ და თავი ბიოლოგიურ ომში მგონია. (ნახევრად სერიოზულობით).
თინას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გულით და სულით. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება და მოერევა! შემძრა!
და ასევე მადლობა მინდა ვუთხრა რომ არ მოერიდა და კამერის წინ ისაუბრა – ვაქცინაციის კამპანიას ასე არაფერი დახმარებია, ჩემი აზრით“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი ამბობს, თავის დროზე ვირუსმა დაუზიანა ფილტვები, ღვიძლი, ამ დრომდე პრობლემები თირკმელთან და სახსრებთან დაკავშირებით, განუვითარა დიაბეტი და კუშინგის სინდრომი, რომელსაც ამ დრომდე ებრძვის. მისივე თქმით, 4 თვეა თმა არ ამოსდის, ასევე ამ დრომდე ვერ ახერხებს დამოუკიდებლად სიარულს.

“სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ მე ვარ პირ­ვე­ლი წყა­რო ოჯახ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­გან ვირუ­სი, რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლით წა­ვი­და და მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ისე­თი ძლი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა და ყვე­ლა­ნი მარ­ტი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­თხე დი­ლას უკვე ად­გო­მაც კი გა­მი­ჭირ­და. ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა და და­თომ ხელი მომ­კი­დეს და ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და დამ­სვეს სკამ­ზე. ამის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღმოვჩნდი.

აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, ალბათ მა­ღა­ლი სი­ცხის­გან. რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის. ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა, კუშინგის, სა­ხე­ აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა, გა­სი­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

თმა არ ამომ­დის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმი­ტომ, რომ ოთხი თვის წინ შე­ვი­ღე­ბე თმა და არ მაქვს არც ერთი სან­ტი­მეტ­რი და მი­ლი­მეტ­რი თეთ­რი თმა.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სახ­სრე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთხი თვე ცხოვ­რობთ კან­კა­ლით, სულ გა­კან­კა­ლებთ, ში­ნა­გა­ნი კან­კა­ლით და ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბო­და რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close