პოლიტიკა

დაიწყეთ გამოძიება, ვინ ვის სად და როდის უღალატა – სოფიო ხორგუანი

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუნი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გუნდისა და სახელმწიფოს ღალატად შეაფასა.

„არ ვარ არავის პროექტიო, რომ თქვა გიორგი გახარიამ, ხომ არ დაიჯერეთ. ახლა მაინც თუ დაიჯერებთ?! დიახ, მესიანიზი და პიროვნების კულტიც უნდა დასრულდეს და სისტემური სახელმწიფოს შენებაც უნდა გავაგრძელოთ და დიახ, ყველას გვაქვს უფლება, ისე და იქ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, როგორც თავად მიგვაჩნია სწორად. და რაც მთავარია, დაიწყეთ გამოძიება, ვინ ვის სად და როდის უღალატა, კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ“- წერს სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close