საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამი საქართველოშიც იყოს​

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრები ათეულობით ქვეყანამ ჩაკეტა.

საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსთან პირდაპირი ფრენები ისედაც არ ჰქონდა, ხოლო ის მოქალაქეები, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ახალ შტამის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბევრად ადვილად გადადის, თუმცა მძიმე კლინიკური გამოვლინება არ აქვს. ახალი შტამით ბრიტანეთში ჯერ კიდევ ნოემბერში 25% იყო დაავადებული, უკვე დეკემბერში ეს შტამი ინფიცირებულების 65%-ს აქვს.

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ სახეცვლილი ინფექცია საქართველოშიც იყოს. კვლევები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ახალი შტამის დადგენა შესაძლებელია.

კორონავირუსის ახალი შტამი შესწავლის პროცესშია. საქართვლოში სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა მუტაციაშეცვლილი ინფექციის პრევენციასაც მოახდენს. ახალი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ანალოგიური პროტოკოლი გამოიყენება, რაც “კოვიდ 19-ის” შემთხვევაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close