საზოგადოება

„ადამიანების უმუშევრად დარჩენა იმ ხალხის ბრალია, ვინც კარანტინის დროს თავშეყრის ადგილებში დადის“

ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიუყვება რეგულაციებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close