საზოგადოება

თემქაზე ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა

თემქაზე ძლიერი ქარის დროს, ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანებულია 4 მანქანა. ამ წუთებში ადგილზე მაშველები მუშაობენ – ისინი მანქანებს ხეებისგან ათავისუფლებენ.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა, სახლის სახურავები ახადა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close