პოლიტიკა

„პატიმრობამისჯილს გირაო ისე ჩაურიცხეს, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილი არ იყო“ – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„თავმოყვარეობა ვინმეს შერჩა ამ ხელისუფლებაში, თუ კოლექტიურ კობახიძეებად იქეცით? მელია მაშინ არ დაიჭირეთ, როცა სამაჯური მოიხსნა და გადააგდო… ვერაფერი ვერ დაუმტკიცეთ: ვერც პარლამენტში შეჭრა და ვერც ის, რომ საზოგადოებისთვის სახიფათოა, რასაც ამტკიცებდით. დაგემტკიცებინათ, ვინ შეგიშალათ ხელი? 20 ივნისის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და, როგორც ჩანს, 2090 წლამდე არც დასრულდება. ერთხელ გადახდილ გირაოზე მელიას მეორედ დააკისრეთ გირაო, მერე დააპატიმრეთ და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ, პრაქტიკულად ევროკავშირმა ჩარიცხა გირაოს თანხა. დააკვირდით: აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ჯერ პროკურატურა სასამართლომდე არ იყო მისული და ევროკავშირის გირაო უკვე ჩაირიცხა, წინსწრებით ანუ… პატიმრობამისჯილს გირაო ისე ჩაურიცხეს, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილი არ იყო. ეს ის ევროკავშირია, ჩვენ რომ გვასწავლის, მართლმსაჯულების რეფორმა როგორ განვახორციელოთ.
ახლა სხვაგვარად ვსვამ კითხვას: რომელიმე სხვა ქვეყნაში მსგავსი რამ თუ მოხდებოდა? და აქ კიდევ კოლექტიური კობახიძეები ლაპარაკობენ მართლმსაჯულების სიდიადეზე? კანონის უზენაესობაზე? ინსტიტუტების პატივისცემაზე ან იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა გვყავს? ხელისუფლებამ ნიკა მელია თავად აქცია პოლიტპატიმრად! “ქართული ოცნების” იაფფასიანმა, უგუნურმა, ბოღმიანმა და ამპარტავნებით გაჟღენთილმა მოქმედებებმა განაპირობა ქვეყანაში სრული ქაოსი, სრული უიმედობა, სრული უწესობა და სრული მარაზმი. ასე ვეღარ გაგრძელდება. ნახავთ“ – წერს ირმა ინაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close