საზოგადოება

„თბილისის მერიის სამსახურები ოპერატიულად პასუხობენ გეოლოგიის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს“ – სტუ-ის პროფესორი

დღეს კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი წარმატებული  პროექტები განხორციელდა, მათ შორის:
წარსულს ჩაფარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფასადურად განხორციელების პრაქტიკა;
უკლებლივ ყველა პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ვიზუალური ნაწილის მოწესრიგებას, ფუნდამენტურ განახლებას;
სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა, რამდენიმე საკვანძო გამზირი და გზატკეცილი. მათ შორის: კახეთის გზატკეცილი, ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, კოსტავასა და შარტავას ქუჩები, კანდელაკის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის გამზირი, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი, სამხედრო დასახლებაში შიდა გზები, ბარათაშვილის ქუჩა, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა;
აშენდა 3 გზაგამტარი და 10 ხიდი რეაბილიტირდა;
კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი;
წყალარინებისა და წყალმომარაგების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა-წყალგაყვანილობის ქსელს 1200-მდე აბონენტი შეუერთდა. წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი;
საყრდენი კედლები მოეწყო 383 მისამართზე;
გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 355 საცხოვრებელ კორპუსს;
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, საიდანაც 74 კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია (მათ შორის: ორბელიანის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, გუდიაშვილის მოედანი).
თბილისის მერიის გაწეულ სამუშაოებს აფასებს „გროსენერჯი ჯგუფის“  მთავარი გეოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ცომაია:
_ ბოლო 4 წლის მანძილზე თბილისში უამრავი საინტერესო პროექტი შეიქმნა, მაგრა, მე მაინც ვშლიჯვრის გზას გამოვარჩევდი, რადგან ასეთი მასშტაბური გეოლოგიურიკვლევა არა მარტო თბილისში, საქართველოშიც იშვიათად მახსენდება. პროექტი საკმაოდ რთულ რელიეფზე იყო გასაკეთებელი, თუმცა მეწყერი გზის მშენებლობით გამოწვეული არ ყოფილა. ჯერ ერთი, გზას ძალიან ამოკლებს და მეორეც, ვაშლიჯვრისკენ ისეთი ვიწრო გზა იყო, რომ მანქანებს მოძრაობა უჭირდათ. საინჟინრო გადაწყვეტილებაც ძალიან საინტერესო იყო და კვლევაც  უმაღლეს დონეზე ჩატარდა.
_ ჩატარებული სამუშაოების ხარისხს როგორ შეაფასებდით?
_ დავიწყებ იმით, რომ ბოლო დროს, მერიის სამსახურები ძალიან ოპერატიულად პასუხობენ  გეოლოგიის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. თუნდაც წყნეთის გზაზე რომ მეწყერი წამოვიდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ სწრაფად მოხდა რეაგირება. ჯერ დროებითი კედლები ჩასვეს, რომ ქვების ცვენა შეეჩერებინათ და დღეიდან გამაგრებითი სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო. როგორც წესი, როცა კომპანია რთულ რელიეფზე მუშაობს,  გეოლოგი აუცილებლად უნდა ჰყავდეს, რადგან კვლევის დროს შეიძლება რამე გამოგჩეს და უკვე მშენებლობის პროცესში ეს უფრო კარგად გამოჩნდება. ხარისხზე მკითხეთ და გეტყვით, რომ ვაშლიჯვრის ახალ გზაზე პროექტით რაც იყო გათვალისწინებული, იმაზე მეტს აკეთებენ. უკვე დამატებით კედლებს აგებენ გზის ქვედა ნაწილში, რომ მთლიანად გამაგრება მოხდეს. ანუ მეწყრული უბანი ხომ გაამაგრეს, ახლა ქვევით ჩამოდიან და ყველანაირი პრობლემა რომ აღმოფხვრან, ამასაც აკეთებენ. ზოგადად, მშენებლობის პროცესში ხარისხს ორი უწყება ამოწმებს. ერთია ეკონომიკის სამინისტრის ზედამხედველობის სამსახური და მერიის ზედამხედველობის სამსახური ხომ 24 საათი იქაა. მერე ყველა მონაცემი მიდის სამხარაულში, რომელიც წერს დასკვნას ყველა კონსტრუქციულ ნაწილზე. ფაქტობრივად, ხარისხის მხრივ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა.
როგორც გეოლოგი, გეტყვით, რომ 2014 წლამდე გეოლოგიური კვლევები ანუ არავინ ითხოვდა გეოლოგიურ დასკვნას, მშენებლობები ისე მიმდინარეობდა. დღეს ეს მთლიანად შეიცვალა იმიტომ, რომ გეოლოგიური სამუშაოები ბარდება მერიაში. მერია ერთადერთი უწყებაა საქართველოში, რომელმაც გამოიტანა თავისი დადგენილება და ითხოვს საექსპერტო დასკვნას, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს, გეოლოგიური თვალსაზრისით საშიში არაა. ბოლო ორ წელიწადში ეს საკითხი მთლიანად მოწესრიგდა. სხვათა შორის, იყო შემთხვევები, როცა მშენებლობის პროცესში რაღაცა პრობლემა გამოჩნდა და მერიამ მშენებლობა გააჩერა. ამ კუთხით ერთ მაგალითს გავიხსენებ, კარტოზიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, სადაც მშენებელი ირანელი ინვესტორი იყო. მე მერიას კონსულტაცია გავუწიე ამ თემაზე და მერიამ ინვესტორს სახლის აშენებაზე უარი უთხრა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close