საზოგადოება

თბილისის მერიის განსხვავებული პროექტი – მზიურის პარკის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განსხვავებულ პროექტზე ისაუბრა. პროექტი მზიურის პარკში მდებარე საბაგირო გზის სადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ეხება.
თბილისის მერის ინფორმაციით, საბაგირო გზის სადგურის შენობა-ნაგებობა მთლიანად იყო განადგურებული, მიწით სავსე. მალე სადგური ექსპლუატაციაში სევა.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ანა გოგუაძეს:
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ანა გოგუაძეს. ის არის ადამიანი, რომელიც მზიურის პარკის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარკი განახლებულია, მოწესრიგებული. დღეს უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით. იქ არსებული შენობა-ნაგებობა დანგრეული, გაუბედურებული იყო. სარდაფი, ფაქტიურად მიწით სავსე, დღეს ეს ყველაფერი განახლებულია, არის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი. უახლეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და ჩვენს ახალგაზრდებს, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ კონკრეტული სივრცით“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ანა გოგუაძე არის პროექტის „ახალი მზიური“ ავტორი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close