Sliderპოლიტიკა

“გულს და სულს უხარია როცა ძველ თბილისში განახლებულ სახლებს და ქუჩებს ვხედავ“

დედაქალაქის მერია ორიენტირებულია ქალაქში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების მოვლით, შენარჩუნებით, რეაბილიტაცია-რესტავრაციით. რაც მთავარია ყველა რეაბილიტაციის დროს, უპირველესი მოთხოვნაა ავთენტურობა იქნას შენარჩუნებული და შენობამ სტატუსი არ დაკარგოს, – ამის შესახებ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარუდგინისას გაკეთდა განცხადება.
„ძველი თბილისი თავისი შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით არის გამორჩეული. ეს არის ის, რითაც ყველა ვამაყობთ. შესაბამისად, თითოეული ქუჩის, უბნის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია და დღეს სადაც ვიმყოფებით – ორბელიანის მოედანის მიმდებარე ტერიტორია, ამის ნათელი დადასტურებაა. ხედავთ როგორი კეთილმოწყობილია, როგორი გალამაზებულია. ადამიანს, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მისთვის მართლაც შთამბეჭდავია ეს პროექტები. მიმდინარეობს, ასევე, გუდიაშვილის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის განახლება, ყველა იმ სახლის გალამაზება, რომელიც მნიშვნელოვანია და თბილისის ისტორიას ინახავს. როგორც რიგითი მოქალაქე ვიტყვი, გულს და სულს უხარია, როცა ძველ თბილისში განახლებულ სახლებს და ქუჩებს ვხედავ“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close