სამართალი

„თამარი 12 წლის იყო, წამალი დალია და საავადმყოფოში მოხვდა… დიდი დოზა იყო” – ბაჩალიაშვილის დედა შვილის აქამდე უცნობ შემთხვევაზე

„გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. მისთვის ერთი აბი წამალიც მომწამვლელი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

„გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, რომ ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რისი მიცემის უფლებაც 12 წლის ბავშვისთვის არ ჰქონდათ. ბავშვმა ეს წამალი მიიღო. იაშვილის კლინიკაში იწვა. მდგომარეობიდან გამოვიდა. ერთი აბიც მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა… დიდი დოზა იყო“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა ბაჩალიაშილის ოჯახის ახლობელის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბაჩალიაშილს 10 წლის წინ (ანუ 13 წლის ასაკში) თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, დიდი დოზით მედიკამენტები მიიღო და რამდენი დღით იაშვილის კლინიკაშიც იწვა.

წყარო: „რეზონანსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close