საზოგადოება

„ვფიქრობ, რა დავარღვიე-მეთქი.. საბუთები გავამზადე“ – რატომ გააჩერა გიორგი ღოღობერიძე პატრულმა?

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„დღეს დილით გადაღებიდან მოვდიოდი და გზაში პატრული წამომეწია, გადააყენეო
? უცებ ღვედზე დავიხედე- მეკეთა; მოხვევის მაჩვენებელს შევხედე- ჩართული მქონდა; გზისკენ გავიხედე- წყვეტილი იყო… ვფიქრობ, ვფიქრობ რა დავარღვიე-მეთქი… ნამდვილად არ მინდოდა, რომ ქულა დაეკლოთ
? დავწიე ფანჯარა და საბუთები გავამზადე
? პატრულმა- გიორგი ექიმო, რამდენიმე დღეა გირეკავთ და ყურმილს არ იღებთ. შემთხვევით შეგნიშნეთ და მეტი გზა აღარ იყო, უნდა გამეჩერებინეთო…
? თურმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა.
? მოკლედ, კლინიკა სასწრაფოდ უნდა გავხსნა… როგორც კი კლინიკა იქნება, ასისტენტებიც მეყოლება და ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება“- წერს გიორგი ღოღობერიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close