სხვადასხვა

„დაბომბვა 5 წუთში დაიწყება“ – როგორ გამოუცხადა რეიგანმა ომი სსრკ-ს ხუმრობით?

1984 წლის 11 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი შაბათის ტრადიციული რადიო მიმართვისთვის ემზადებოდა და მიკროფონს ამოწმებდა და მოულოდნელად თქვა: ”ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის კანონგარეშე გამოცხადების შესახებ. დაბომბვა ხუთ წუთში დაიწყება. ”
ცივი ომის დროს, რეიგანის ხუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის მისამართით რეიგანის ერთადერთი ხუმრობა არ იყო. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტი სსრკ-ს შესახებ ანეკდოტებს აგროვებდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ღამის მოსკოვში ქუჩაში მამაკაცი მიდის . საბჭოთა ჯარისკაცმა მას შეჩერება უბრძანა, მაგრამ ის ბრძანებას არ დაემორჩილა და გაიქცა.  ჯარისკაცმა ურჩ მოქალაქეს ესროლა და ადგილზე მოკლა. მეორე ჯარისკაცი ეკითხება: რატომ ესროლე, ჯერ ხომ კომენდანტის საათი არ დაწყებულა?
ჩემი მეგობარია და ვიცი, სად ცხოვრობს. კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში მისვლას ვერ მოასწრებდა – უპასუხა ჯარისკაცმა.

ანეკდოტი სამ ძაღლზე: ამერიკელი, პოლონელი და რუსი ძაღლი ერთმანეთს შეხვდა და ამერიკელი ყვება, როგორი სიტუაციაა მის ქვეყანაში: ამერიკაში თუ დიდხანს იყეფებ, ვინმე აუცილებლად მოვა და  ხორცს მოგცემს.

ხორცი რა არის? – დაინტერესდა პოლონელი ძაღლი.

ყეფა რა არის? – კითხულობს რუსი.

ფიდელ კასტრო დიდ მიტინგზე სიტყვით გამოდის და მოულოდნელად ხალხის მასიდან ესმის ხმა: „იყიდეთ თხილი, პოპკორნი, მსესუმზირა”. ფიდელ კასტრო აგრძელებს გამოსვლას და ისევ ხმა: „თხილი, პოპკორნი, მზესუმზირა”. როდესაც ეს მესამედაც განმეორდა, ფიდელმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა და განაცხადა – ერთხელაც რომ გავიგო, რომ ვიღაც სიტყვას მაწყვეტინებს, ვიპოვი და ისეთს გავარტყამ, მაიამიში აღმოჩნდება” და მთელმა მიტინგმა ერთ ხმაში უპასუხა: „თხილი, პოპკორნი, მზესუმზირა”.

რეიგანი პატარა აუდიტორიის წინაშე ანეკდოტს ყვება. მსმენელისთვის ხუმრობა უფრო გასაგები რომ იყოს, რეიგანი მცირე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში ავტომობილს ავტოსალონში ვერ იყიდით. ამისთვის რიგში უნდა დადგეთ და ათი წელი დაელოდოთ.

_ ერთმა ადამიანმა ავტომობილის შესაძენად ყველა საბუთი წარმოადგინა. გამყიდველი ეუბნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და შეუძლია ათი წლის შემდეგ ავტომობილის წასაყვანად მივიდეს. მყიდველი ეკითხება: დილით თუ შუადღეს?

– ათწლიანი ლოდინის შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს? – უკვირს გამყიდველს.

საქმე ისაა, რომ დილას სანტექნიკოსი მოვა – პასუხობს მამაკაცი.

ბოლშევიკი კომისარი კოლმეურნეობაში მიდის და პირველივე შემხვედრ გლეხს ეკითხება:

– როგორია მოსავალი?

– საუკეთესო, უკეთესი არ შეიძლება.

-კარტოფილი რამდენი მოიწიეთ?

– კარტოფილის მოსავალი რომ ერთად შევაგროვოთ, ღმერთამდე მიაღწევს.

– ეს საბჭოთა კავშირია ,აქ ღმერთი არ არსებობს – მკაცრად აწყვეტინებს კომისარი

– კარგი, არაა ღმერთო, არა კარტოფილი – პასუხობს გლეხი.

რეიგანი თეთრ სახლში, დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოდის. სიტყვის ბოლოს ამბობს: ეს ანეკდოტი მიხეილ გორბაჩოვს მოვუყევი და გაეცინა.

ამერიკელი ამბობს: ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვაქვს. შემიძლია შევიდე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მაგიდაზე მუშტი დავარტყა და ვთქვა “ბატონო პრეზიდენტო, მე არ მომწონს როგორ მართავთ ამერიკას!

რუსი პასუხობს: მეც შემიძლია ამის გაკეთება. შემიძლია კრემლში მივიდე, სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან კაბინეტში შევიდე და ვუთხრა: ამხანაგო გენერალურო მდივანო, მე არ მომწონს როგორ მართავს პრეზიდენტი რეიგანი ამერიკას“.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close