პოლიტიკა

„ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს, ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ” – მამუკა არეშიძე

პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში”, შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყოს. კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის გარ­შე­მო ცდი­ლობს გა­და­წყო­ბას. რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­აღ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან და­პი­რის­პი­რე­ბა? – ამ თე­მა­ზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ექ­სპერ­ტიმა­მუ­კა არე­ში­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

“ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ნამ­დვი­ლად არის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათ შო­რის მშვი­დო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მე ვერ ვხე­დავ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სუ­ლით და გუ­ლით უნდა პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძე­ლი, ისეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­შია ახლა ქვე­ყა­ნაც და პრე­მი­ე­რი გა­ხა­რი­აც – ვგუ­ლის­ხმობ პან­დე­მი­ას, მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონს. ამას­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა დგას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რა­საც ჰქვია სა­გა­რეო ვა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. გარ­და ამის, კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლია. რე­გი­ონ­ში ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდა ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ფეხი უნდა ავუ­წყოთ და ამ ვი­თა­რე­ბა­ში, არა მგო­ნია, ვინ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხიბ­ლავ­დეს პრე­მი­ე­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა…

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მარ­თა­ლია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პო­ლი­ტი­კა­ში აღარ ერე­ვა, მაგ­რამ ის, რო­გორც ფი­გუ­რა და ფაქ­ტო­რი, ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია – ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს პარ­ტია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შექ­მნი­ლია. თა­ვის შერ­ჩე­ულ-და­ტო­ვე­ბულ ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, თუ მათ პარ­ტი­ის შიგ­ნი­დან აფეთ­ქე­ბა მო­ინ­დო­მეს – ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, ის ჩა­ე­რე­ვა არა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა. მას იმ­დე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი და წონა ჯერ კი­დევ აქვს, რომ შე­უძ­ლია ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხოს ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტის ჩახ­შო­ბა. თუ სა­ჭი­რო გახ­და, ჩემი აზ­რით, ის არ და­უშ­ვებს, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვებ­თან ბრძო­ლის ნაც­ვლად პარ­ტი­ის დღე­ვან­დელ­მა ლი­დე­რებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლა და­ი­წყონ. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close