სხვადასხვა

ძაღლმა ანდერძით 5 მილიონი დოლარი მიიღო

პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ამერიკელი ბიზნესმენის, ბილ დორისის ძაღლმა მემკვიდრეობით ხუთი მილიონი დოლარი მიიღო – იუწყება Fox News.

დორისი 2020 წლის ბოლოს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, თანხა სპეციალურ ფონდში ძაღლის შენახვისა და ხარჯების  კომპენსაციისთვის ჩაირიცხა.

სიცოცხლის ბოლო წლები დორისმა მოგზაურობაში გაატარა. მისი არყოფნის პერიოდში რვა წლის ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლზე ბიზნესმენის მეგობარი მარტა ბარტონი ზრუნავდა. დორისმა ქალს თხოვა, რომ ლუნაზე ზრუნვა მისი გარდაცვალების შემდეგაც გაეგრძელებინა.

„მართალი ვთქვა, არც კი ვიცი, რა ვიფიქრო, მას უბრალოდ ძალიან უყვარდა ეს ძაღლი” – განაცხადა ბარტონმა.

ახალგაზრდობაში ბილ დორისი ცნობილი იყო თავისი რასისტული გამოთქმებითა და საქმიანობით. სწორედ მას ეკუთვნოდა კუ კლაუქს კლანის ერთ-ერთი პირველი ლიდერის, კონფედერაციის ყოფილი გენერლის ნათანიელ ფორესტის ძეგლი. დორისი ანაცხადებდა, რომ მონობა შავკანიანი ამერიკელებისთვის სოციალური უზრუნველყოფის ფორმა იყო.

ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ყველაზე მდიდარ ძაღლად თეთრი ბალონკა, სახელად ბედა ითვლებოდა, რომელმაც 2007 წელს მემკვიდრეობით 12 მილიონი დოლარი მიიღო. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ცუგასთვის 2 მილიონიც საკმარისია და 10 მილიონი დოლარის ჩამორთმევისა და საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.  ბედა 2011 წლის ივნისში გარდაიცვალა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close