პოლიტიკა

ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რაღაც სიმპტომები განუვითარდეს და ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი გახდეს საჭირო

კაცმა ისიც თქვა, რომ ამერიკის კონგრესში მიცნობენ, როგორც ჯორჯ ვაშინგტონს

გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ექიმის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობაში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვაა საჭირო. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„ექიმის პოლიტიკური პოზიცია გამოიკვეთა, მაგრამ თერაპიული მხარე და პოსტშიმშილობის [პრობლემა] მოიხსნა. ახლა რაღაც ხომ უნდა მოიგონონ? ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. მაგრამ, მეორე მხრივ, არის თემები, რომ ნებისმიერ ადამიანს გარკვეულ პირობებში შეიძლება რაღაც სიმპტომები განუვითარდეს, რომელიც მისახედი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დამოუკიდებელი ექიმი, არა მარტო ყიფშიძე, იტყვის, რომ კონსილიუმში ახლა ეს ნაწილიც უნდა ჩაერთოს, რომ გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახალი მოთხოვნები იმით არის განპირობებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები ხალხის ქუჩაში მობილიზაციასთან, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებასთან, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობასთან დაკავშირებით მათი სურვილისამებრ ვერ ხორციელდება.

„აქედან გამომდინარე, ეს თემები შემოიტანეს. ადრეც ვთქვი და არ შევცვლი ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არც არის გამორიცხული, რომ სერიოზული თემა იყოს. ის რომ ადამიანი დავით აღმაშენებელს ასე ხშირად ახსენებს, იქაც არის რაღაც საკრალური ჩადებული, იმიტომ რომ აღმაშენებელიც მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემუქრებოდნენ, სასტიკად გაუსწორდა. მერე კი დაწერა „გალობანი სინანულისა“, მაგრამ დავით აღმაშენებელთან თავის გაიგივება… მერე ერთხელ {სააკაშვილმა} თქვა, რომ დავით აღმაშენებელზე მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. კაცმა ისიც თქვა, რომ ამერიკის კონგრესში მიცნობენ, როგორც ჯორჯ ვაშინგტონს“, – აცხადებს ვოლსკი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close