Sliderსაზოგადოება

ვნახე ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ საერთოდ აქციაზე არ იმყოფებოდა, მივიდა, ჰკითხა პოლიციელს როგორ წასულიყო სწორი მიმართულებით საკუთარი სახლისკენ და ეს ადამიანიც იქნა დაკავებული – იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ნახა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული მოქალაქე, რომელიც ამბობდა, რომ აქციაში საერთოდ არ მონაწილეობდა.

“მე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში და შევხვდი ადამიანებს, რომლებიც აქციაზე არა თუ რაიმეს აზიანებდნენ, პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ვნახე ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ საერთოდ აქციაზე არ იმყოფებოდა, მივიდა, ჰკითხა პოლიციელს როგორ წასულიყო სწორი მიმართულებით საკუთარი სახლისკენ და ეს ადამიანიც იქნა დაკავებული”, – თქვა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close