მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი?

მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი - არა

ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან, – ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

„რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი – არა“, – წერს ყოფილი კონგრესმენი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close