მსოფლიო

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებსა და 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებსა და 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის.
კანონი ითვალისწინებს სამარშრუტო ბარათის არმქონე სამგზავრო ტრანსპორტის ჩამორთმევას და „დაკავებას“ ჯარიმის გადახდამდე. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

კანონით “საომარი მდგომარეობის შესახებ”, ფედერალური კანონებით და რუსეთის ფედერაციის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1000 რუბლამდე (30 ლარზე მეტი), ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 რუბლამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე.

კანონით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ, წერს ზოგი ექსპერტი სოციალურ ქსელში.

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close