საზოგადოება

“ვიღაც მოშე, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი.. ეს ანტისემიტიზმი არაა?“ – არჩილ გამზარდია

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების ავტორთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ვიღაც მოშე, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი”.
@პრეზიდენტი სააკაშვილი.
რა ვიცი, აბა. არაა ეს ანტისემიტიზმი?“ – წერს ფეისბუქში არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელ ფეისბუქ-ლაივში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განთაავსებული ბანერებისა და მათი ავტორის შესახებ ისაუბრა.

“როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკეტების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლიტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის რომ ჩვეულებრივად დაგასიაფანტებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი ჩვენ და ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი. წერტილი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close