მსოფლიო

ვირუსი უკან არ იხევს – აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. როგორც ტელეკომპანია „ენბისი“ იუწყება, ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 46 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში ტეხასსა და კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ორივე შტატში ბოლო 24 საათში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის ათი ათას შემთხვევაზე მეტი. ტეხასში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა გაორმაგდა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 24 შტატში შეზღუდვების მოხსნის პროცესი შეჩერდა.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 131 ათასზე მეტი ინფიცირებული.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

1tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close