საზოგადოება

„ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მეცნიერულად აუხსნელია, მაგრამ ახალი, ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და თუ ის საქართველოშიც შემოაღწევს, ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.

“მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული. მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის ძირითადად ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში. კარანტინი უდნა იყოს გამკაცრებული. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან. თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა დაიღალა, გადაიტვირთა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close