Sliderპოლიტიკა

„ვიდრე კობახიძე სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მტრებთან ითანამშრომლებს, ჩვენ და ჩვენი გუნდი ამ არჩევნებს მოვიგებთ“

ზოგადად, მოდი ასე ვთქვათ, ირაკლი კობახიძე საერთოდ საინტერესო არ არის, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

„ვიდრე ეგ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მტრებთან ითანამშრომლებს, ჩვენ და ჩვენი გუნდი ამ არჩევნებს მოვიგებთ“, – ამბობს ბუჩუკური.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბუჩუკური აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ჩვენი ოპონენტები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ხელს გვაძლევს ამ პარტიის ასეთი დასუსტება, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც გული გვწყდება, რადგან ამ პარტიაში დაგვრჩა ღირსეული მეგობრებიც. დანარჩენზე, როგორც გითხარით, ირაკლი კობახიძე საერთოდ საინტერესო არ არის“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტარმა ანა ბუჩუკურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიციური პარტნიორობა „ნაციოანალურ მოძრაობასთან“ გამორიცხულია. მისივე თქმით, ასევე გამორიცხულია პარტნიორობა გიორგი გახარიას პარტიასთან. „ქვეყანას თუ სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close