საზოგადოება

„ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა“

„ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გარდაიცვალა – 60
დაინფიცირდა – 2515
ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️

✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️
✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე.
✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!
✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:
?არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);
?მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;
?საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;
?ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;
?ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
?შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;
?გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️
?ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️
?სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️
?არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️
?მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
?გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში ?
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ფეისბუქში გიორგი ფხაკაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close