საზოგადოება

„ეს არის საგანგაშო: 2021 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილთა რიცხვმა დაბადებულთა რაოდენობას გადააჭარბა“

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის პერიოდს მოიცავს.

„ეს არის საგანგაშო:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილთა რიცხვმა დაბადებულთა რაოდენობას გადააჭარბა.
ციფრებში კი მაჩვენებელი ასეთია:
დაიბადა 21 839 და გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.
სხვაობა, თითქმის, 4 ათასია.
ეს უკვე დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის, ერისთვის.
დაკიდევ, ამავე სამსახურის ცნობით, წელ, ასევე პირველ 6 თვეში დარეგისტრირდა
ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა. ანუ, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა, რაც, ასევე, კატასტროფაა“ – წერს გოგა ჩანადირი.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემენებს 1994 წლიდან

აქვეყნებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, გარდაცვილთა რაოდენობა დაბადებულებს 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006 და 2007 და 2020 წლებში აღემატებოდა. 2020 წელს გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი კორონავირუსიცაა. ამ წელს ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ს 2587 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიმსივნით გარდაიცვალა 8 089 ადამიანი, ხოლო ყველაზე მეტი, 22 126 ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებს ემსხვერპლა..
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close