პოლიტიკა

ვერ არის კარგი საქციელი, შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!! – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელის საშუალებით მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა:

„ბ.ნო მიშა!!! სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი. საქართველო “შავ-თეთრი არ არის “- შეცდომაა ასე ფიქრი და მითუმეტეს ამოთქმა , ნიჭიერ ხალხსაც მოსდით შეცდომები სამწუხაროდ, თქვენც შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!!
ეს ყვავილები თქვენ ბ.ნ მიშა , ჩემგან პოლიტიკაში ფერის – მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით და ჩემი გააზრებული მიზანმიმართული სვლით!✌️
თქვენი რეფორმების პატივისმცემლად ვრჩები, პოლიტიკაში იმ შეცდომების არ დასაშვებად მოვდივარ , რომელიც იმ დიდ რეფორმებთან ერთად თქვენ დაუშვით( ვითვალისწინებ რუსეთის უშიშროების მიერ “ ჩატარებულ”იმ დროინდელ “ ტროლ- მართალ- ჭორებს” ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ)
მეტი აღარ გავაგრძელებ , რადგან საკუთარ თავს , ხალხს და თქვენ პატივს გცემთ, იმ პირობებში და თქვენს გარშემო მყოფ “ ტროლ დოქსოფულოების “გარემოცვაში ( ოკუპანტის მიერ ტერორს ვგულისხმობ) რომ მოახერხეთ სახელმწიფოს შენება!!!✌️დიახ რეფორმები და სახ.ინსტიტუციების შენება,
აღვნიშნე და ყველგან ვამბობ, რომ ეს ასეა, რადგან ხომ გაგიგონიათ: “ უმადური კაცი დასაკლავად გამზადებულ პირუტყვს ჰგავსო”……
ახლა კი , აღარ გავაგრძელებ ოპონირებას არ ვაპირებ , რადგან ქვეყანა “ ცაიტნოტშია”, დასავლეთის მომხრეებში დაპირისპირირება ივანიშვილ- პუტინის გამარჯვებაა! მიკვირს ,თქვენ არ უნდა გესწავლებოდეთ ეს!
ჩემი გულწრფელი მეგობრული რჩევაა
ასე არ თქვათ-
“შავ-თეთრი “ არა! შეიძლება მაქედან შავ-თეთრად ჩანს ყველაფერი შორი გზიდან?!
და კიდევ , ბევრი ადამიანი- პოლიტიკოსი მინახავს “ ჭორების მოსმენით” აღელვებული , ( ამას ადამიანების გასაგიჟებლად მოგეხესენებათ , რუსეთი -აკეთებს მუდმივად)რასაც არასწორი ნაბიჯები მოჰყვება როგორც წესი! არ გაიმეოროთ სხვისი შეცდომა, ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მითუმეტეს არც თქვენთვის!
წინ ფერადი ქვეყნის აღმშენებლობისკენ ,ერთად დასავლური ღირებულებებით !

სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ- ოღონდ შავ-თეთრში არა , გაფერადებულ საქართველოში- ჩვენ ორხმიანი არა, მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ!“ – წერს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძე გააკრიტიკა რომელმაც „ძალა ერთობაშია“ დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლას ცალკე გეგმავს. „არ ვიცი, რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close