პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტი – აზერბაიჯანს სომხეთზე ათჯერ მეტი შეიარაღება მივყიდეთ

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა ბოლო წლებში აზერბაიჯანს სომხეთზე ათჯერ მეტი შეიარაღება მიჰყიდა.

„აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი მეგობრები არიან. ბოლო წლებში აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. სამხედრო მრეწველობაში დასაქმებულია 17 ათასი ადამიანი, რომელთაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ. ისმის კითხვა, მაშინ ვის უნდა მივყიდოთ შეიარაღება? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ჩვენ მიანც გაგვაკრიტიკებენ“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდნეტმა.

შეგახსნებთ, რომ12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთ შორის დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა გამოცემამ სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სომხეთს საბრძოლო იარაღი სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა. ამ წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეზინფორმაცია უწოდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close