მსოფლიო

ვაქცინები ე.წ. დელტა ვარიანტის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია – ენტონი ფაუჩი

ვაქცინები ე.წ. დელტა ვარიანტის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია, – ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემილოგმა ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია „სიენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინები იცავს ადამიანებს მძიმე შემთხვევებისაგან და ლეტალური შედეგისგან. მისივე განცხადებით, ვირუსის დელტა შტამი ძალიან სწრაფად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას იწვევს.

„ვაქცინირებულ ადამიანებში დელტა ვირუსით ინფიცირების შემდეგ, დაავადება მსუბუქად ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინები საკმაოდ კარგად უმკლავდება ამ ვარიანტს და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს“, – აცხადებს ფაუჩი.

ფაუჩის თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზოგადი რეკომენდაცია უცვლელია, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა ფაუჩი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ქალაქში ან რაიონში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, სასურველია, ვაქცინირებულმა მოქალაქეებმაც შიდა სივრცეებში პირბადე ატარონ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close