საზოგადოება

ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია, დაბალი – სამცხე-ჯავახეთში

ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ამის მიზეზად ივანე ჩხაიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებულობას ასახელებს. მისივე თქმით, იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთშია. ჩხეიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონებში საინფორმაციო კამპანია გაგრძელდეს, რათა ვაქცინაციაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

„ლიდერი რეგიონებია თბილისი, აჭარა და იმერეთი, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი აცრაა ჩატარებული. შედარებით ნაკლებია სამცხე-ჯავახეთი და სწორედ ეს რეგიონი იქნება სამიზნე მომავალში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების თვალსაზრისით. ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ამას აკეთებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 376 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 432 506, გარდაიცვალა 6 532 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close