საზოგადოება

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი მრავალბინიანი თანამედროვე სტანდარტის კორპუსით ჩანაცვლდება

მშენებლობის დასრულების შემდგომ 29 მოსახლე, სრულად გარემონტებულ, კეთილმოწყობილ ბინებს მიიღებს.

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი მრავალბინიანი თანამედროვე სტანდარტის კორპუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც უნდა განხორციელდეს, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარეობს. ეს არის სამსართულიანი, მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, უმძიმეს მდგომარეობაში. უკვე გაგვყავს მოსახლეობა ქირით და ვიწყებთ შენობის დემონტაჟს.

მოსახლეობასთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია. ახალი, მრავალბინიანი თანამედროვე სტანდარტის კორპუსის დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ჩატარებულია ექსპერტიზები და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

მშენებლობის დასრულების შემდგომ 29 მოსახლე, სრულად გარემონტებულ, კეთილმოწყობილ ბინებს მიიღებს. ახლა მნიშვნელოვანია, აქტიურად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტმა და სამშენებლო კომპანიებმა, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close