Sliderსაზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 2663 ოჯახს, ქონების მართვის სააგენტო კი კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განიხილავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები უკვე დაუკანონდა 2663 ოჯახს, ქონების მართვის სააგენტო კი კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განიხილავს.

„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობამ მერად ამირჩია, შემოტანილი განცხადებების საფუძველზე დავიწყეთ დაკანონების პროცესი და დღემდე საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 2663 ოჯახს.

დღეის მდგომარეობით ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე და გავუჩინეთ მათ სტაბილურობის განცდა. დღეს უკვე ამ ოჯახებმა იციან, რომ მათ ნამდვილად აქვთ საკუთრებაში თავიანთი საცხოვრებლები და ამაზე მათ სახელმწიფო არასდროს შეედავება“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close